ჯაყელი ჯემალ
გაზიარება

პალატა №24 

ამ პალატაში პოეტი მოკვდა
გული ტკიოდა წრფელი და სავსე
ამ პალატაში პოეტი მოკვდა 
და დაეფურცლა გვირგვინი თავზე.

და ყველაფერი დამთავრდა ამით
თავისი მაინც არ დაიცალა
არა თუ დღისით, არა თუ ღამით,
რაღაც სხვა დროით გარდაიცვალა.

თეთრი ყვავილის, თეთრმა ფიფქებმა,
თეთრ მდუმარებას სულში ათოვა.
მან მიატოვა ხვალზე ფიქრები
და თავისთავიც მან მიატოვა.

და მოსახდენი, რაც იყო, მოხდა,
იმ მაღალი და ცისფერი წამით.
ამ პალატაში პოეტი მოკვდა
და ყველაფერი დაიწყო ამით.
 
1982 

??????