ეგ მუდამ ერთზე მეტია
ისეთი კალთააკრეფით წავიდა ნისლი ხევისკენ, ხეებს დაუჩნდათ წვივები და მე მეგონა ვეღირსე მაღალ წვივებში ხეტიალს... ვინც დამინახა, შეშურდა — უბირს ყოველთვის ბედი აქვს!.. ან ძროხის მწყემსი იქნება, ან ვინმე შარახვეტია... მე რომ ვიყავი, ისა თქვეს, ეგ მუდამ ერთზე მეტია!
|