აბაშიძე ირაკლი
გაზიარება

*ბიოგრაფია (ა.ი) 

ირაკლი აბაშიძე დაიბადა დაბა ხონში. 1931 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალების - „ჩვენი თაობისა“ და „მნათობის“ - რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-44), პირველი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე (1953-67), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963 წლიდან), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი (1975 წლიდან).
50-60-იან წლებში პოეტმა იმოგზაურა ინდოეთში, 1960 წ. მონაწილეობდა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციაში, რის შედეგადაც დაწერა წიგნი „რუსთაველის ნაკვალევზე“. წიგნი აერთიანებს ციკლებს - „მწველ ინდოეთში“ და „პალესტინა, პალესტინა“. ციკლისათვის „მწველ ინდოეთში“ და წიგნისათვის „ინდოეთის გზებზე“ 1972 წ. მიენიჭა ჯ.ნერუს სახელობის პრემია, ხოლო ციკლისათვის „პალესტინა, პალესტინა“ რუსთაველის სახელობის პრემია 1966 წ.
პოეტის ლექსები იბეჭდება 1928 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1932 წ. არის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების ავტორი, მრავალი უცხოელი პოეტის ლექსთა მთარგმნელი. მისი ლექსები თარგმნილია მსფოლიოს სხვადასხვა ენებზე.
ი. აბაშიძე გარდაიცვალა 1992 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

??????