ნოემბრიდან მეთორმეტე დღეა
ნოემბრიდან მეთორმეტე დღეა,
ჩაისთ სავსე ცხელი ჭიქით ვთბები.
თმები წითლად შეუღებავს დეას,
დეამ წითლად შეიღება თმები.
იშვიათად მავიწყდება გითხრა,
რომ სიკეთეს დიდხანს ვერ გავუძელ.
და რომ შიში მუცლის კედლებს მიხრავს,
რადგან შიშის ადგილია მუცელი.
იკვებება ნახსენები შიში,
ღამის თევით და ფინჯანი ყავით,
წინააღმდეგ შემთხვევაში შიშინს,
მოგვიანებით კი დაიწყებს ხავილს
დღე არ იძვრის, დღე უბრალოდ დგას,
და ფიქრობ რომ იქვე, შენს გარშემოა,
რომ შემოვა გავუწყრები დას,
დაუკაკუნებლად თუ კი შემოვა,
ნოემბრიდან მეთორმეტე დღეა,
კარები რომ გაუღია დაო,
თმები წითლად შეუღებავს დეას,
მერე მითხრეს, გაუღიავდაო.