ყვავილის თავდავიწყებით
მუდამ ეს მენატრებოდა და ახლაც ამას ვინატრებ: შენ იყო ჩემი კუნძულის წყაროს წყალი და სინათლე, მე ქარში მიგიძღვებოდე, შენ ჩემთვის ხატად ბრწყინავდე, გალობა სიყვარულისა (დღესასწაული გულისა) ისმოდეს დილით დილამდე...
ყვავილის თავდავიწყებით სიცოცხლეს შენთვის ვწირავდე.
|