ცისკრისა და ნისლისა
წამოთენდა. ძილგამკრთალი
ალასლასდა, ადგა ნისლი,
ცდილობს ამარიდოს თვალი,
ეგ ზნეს ვეღარ გამოიცვლის!
მიდის, გზა-გზა გუნდრუკს აკმევს,
ფეხქვეშ ეფინება წიფლებს,
ფრთხილად ააფარებს სარკმელს —
ნაძენძს — ნოტიოს და მყიფეს,
სულაც ნამლევს, სულაც ნელცივს,
სულაც დასასრულის ფერადს...
რა ვქნა, ღმერთო, ბრმა და ბეცი
წასულს — ვერ ვაშორებ მზერას,
თავსაც ვატყობ, ვეძებ ნებას,
აღარც მეძნელება თითქო,
ავდგე, კალთას გამოვება,
ჭკუას არაფერი ვკითხო.
ალასლასდა, ადგა ნისლი,
ცდილობს ამარიდოს თვალი,
ეგ ზნეს ვეღარ გამოიცვლის!
მიდის, გზა-გზა გუნდრუკს აკმევს,
ფეხქვეშ ეფინება წიფლებს,
ფრთხილად ააფარებს სარკმელს —
ნაძენძს — ნოტიოს და მყიფეს,
სულაც ნამლევს, სულაც ნელცივს,
სულაც დასასრულის ფერადს...
რა ვქნა, ღმერთო, ბრმა და ბეცი
წასულს — ვერ ვაშორებ მზერას,
თავსაც ვატყობ, ვეძებ ნებას,
აღარც მეძნელება თითქო,
ავდგე, კალთას გამოვება,
ჭკუას არაფერი ვკითხო.