Status quo ante bellum…*
როგორც გაცვეთილი ქაღალდის ვალუტა,
როგორც მონეტა ჩამოსხმული სპილენძისგან-
დე იყოს მჩატე სახება და სახელი მათი...
სტატუსქვოს ჰკარგავენ მარადიული ქალაქები,
როგორც პარტიული მეგობარი-ამხანაგები
ეთხოვებიან კეთოლშობილ რეპუტაციას,
დე იყოს რწფელი სახება და სახელი მათი...
პირვანდელ იერს დაჰკარგავენ ჩვენი სახლები,
როცა ავახელთ სისხამ დილით თვალს განახლებულს,
წაგვიკითხავენ უსასრულოდ ლოცვას ქარხნები,
დე იყოს წმინდა და ნეტარი გუ_გუ_ნი მათი...
ზომას და მანძილს განკარგავენ მტვრიანი გზები,
როგორც თევზები ქალწულობას დასთმობენ ზღვაში_
დიდების ზღვარზე ჩამოშლიან ტალღები ჯებირს
დე იყოს ლაღი და მძვინვარე გალობა მათი...
ამა_ღამ, თბილისიდან _ ჯა-ლა-ლა-ბადამდე!
ამა_ღამ, ბაღ-და-დი-დან _ თბილისამდე!
ჯორჯ დაბლუ ბუშის გამზირის გავლით_
კარგავენ სტატუსს გან-წირული ჯარისკაცები,
დე იყოს მშვიდი და ნეტარი სახელი მათი...