დამჭკნარ იაზე (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე)
გაქრა სურნელი ამ ყვავილისა,
ის ძლიერ ჰგავდა შენს ამბორს, კარგო,
ფერიც დაკარგა შენივე მსგავსი,
ნეტავ ვიცოდე, ძვირფასო, რატომ?
უსიცოცხლო და დამჭკნარი ია
წევს უმოძრაოდ გარიყულ მკერდზე,
და დამცინავი დუმილი მისი
ძლიერ მოქმედებს ძვირფასო ჩემზე.
ვგოდებ,-ცრემლები არ აცოცხლებენ,
ვოხრავ,-არ მესმის მე სუნთქვა მისი
და ამ დაკარგულ, უმიზნო ხვედრის,
ვგონებ, მე უფრო ვიყავი ღირსი...
ის ძლიერ ჰგავდა შენს ამბორს, კარგო,
ფერიც დაკარგა შენივე მსგავსი,
ნეტავ ვიცოდე, ძვირფასო, რატომ?
უსიცოცხლო და დამჭკნარი ია
წევს უმოძრაოდ გარიყულ მკერდზე,
და დამცინავი დუმილი მისი
ძლიერ მოქმედებს ძვირფასო ჩემზე.
ვგოდებ,-ცრემლები არ აცოცხლებენ,
ვოხრავ,-არ მესმის მე სუნთქვა მისი
და ამ დაკარგულ, უმიზნო ხვედრის,
ვგონებ, მე უფრო ვიყავი ღირსი...