საღამო (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე)
მზე ჩაესვენა დიდებულად, მერცხლებსაც სძინავთ,
მაღლა დაჰფრენენ ღამურები, ნაცრისფერ ბინდში,
სველ კუთხეთაგან ყრუდ მოისმის გომბეშოთ გმინვა
და მწუხრის ლანდი შეჰპარვია ყველაფერს ირგვლივ.
ოჰ, რა მშვიდია ნაკადული, არ შფოთავს სრულად,
მის ზედაპირი გაყინულა და სძინავს ჩუმად.
ცვარიც კი აღარ დაჰფენია ამ ღამით ბალახს
და ნესტიც, ხეთა აჩრდილებში, თავს ვეღარ მალავს.
ქარი მშრალი და მსუბუქია ამაღამ თითქოს,
როგორც ჩანს სიოც მოწყენილი არ უნდა იყოს,
ზევით და ქვევით ატრიალებს მტვერსა თუ ბალახს
და სევდიანად დასთამაშებს ბინდისფერ ქალაქს.