კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

ზღვა და ზაფხული 

ზღვა ხვნეშოდა ვაითა და ვიშით
და თოლიებს არც ჰყოფნიდათ შიშად;
ვთამაშობდით კენჭებით და ქვიშით,
თითებშუა იპნეოდა ქვიშა.
მაშინ ჰგავდი სულ პატარა გოგოს,
რომ მაძლევდი სიყვარულის ნიშანს...
და გავიდა ის ზაფხული, როგორც
თითებშუა ჩაპნეული ქვიშა.

??????