Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ტაბიძე ტიციან
გაზიარება

აპრილი ორპირში 

ორპირის ცხელი მზიანი დღეა, 

ატმის და ბიის ყვავილთა ზვირთებს 

მზე ისე აპობს, რომ ყველა ხეებს 

უნდა ერთბაშად მოსცილდნენ კვირტებს. 


ეხმარებიან ჩიტები სოფელს, 

ხმაშეწყობილი გაისმის მარში, 

ისე მაგარი გულით მღერიან, 

თითქო მაისი შეუდგათ მხარში. 


დაძაგრულია მიწა ყამირი: 

მზად არის მოსკდეს, ზვავად იშხუვლოს, 

არ მეეჭვება არც ერთი წამი, 

მიწა რომ თესვის გაზეთს კითხულობს. 


და ისმის ერთი ხმა და გუგუნი 

ამ ორპირიდან ჭალადიდამდე, 

ასე მგონია, მთა რომ წაიქცეს, 

შეუდგებიან, მხრებით ზიდავენ. 


მთები კი დგანან მედიდურობით, 

ყინული ფარავს არსიანის ქედს, 

თითქო წუთს უცდის ზვავად დაეშვას 

და ნიაღვარის ქაფად მოასკდეს. 


არ ვიცი, წინათ ეს რას ნიშნავდა, 

რომ იმღეროდნენ სულ ჩარირამას, 

ამას კი ვხედავ, გადაქცეულა 

დღეს იმერეთი ჩაი და რამად...

??????