ჩემი აკაცია
ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია,
ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი.
ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია
და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.
მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას,
ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს.
მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას,
ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.
ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს
ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს,
თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს
ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.
იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს,
ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს,
სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს,
გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.
თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს,
მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?!
და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _

მე თუ აკაცია?..