ტაბიძე ტიციან
გაზიარება

თამუნია წერეთელს 

ბედნიერი ვარ - როგორც არასდროს, 
თვითონ არ ვიცი, რა მიხარია. 
არ მინდა გული ცეცხლმა დაღადროს, 
თუ ცეცხლი ლექსად მე მაფარია. 

ტაშისკარიდან მოჰქრის გრიგალი 
დიდ მოურავის მუზარადებით. 
ცას მოგრეხია თავის ნამგალი, 
მთვარე სავსეა გულის ზადებით. 

დარღვეულ ციხეს მე გათანგული 
ვეღარ ვაშორებ ოცნებას ოჩანს. 
ვიცი მარტყია ხმალი ფრანგული, 
მაგრამ თათარი კი არსად მოჩანს. 

ვტირი და ვამბობ, საწყალ მამიას, 
- „თამარს ვინ იტყვის მართლა რა იყო“?.. 
ჩემი ცხოვრება ისეც წამია 
და სხვა თამარმა შვაზე გამიყო. 

თამარ ვინ იტყვის - რა იყო მართლა, 
თამარს ვინ იტყვის - მართლა რა არი!.. 
თავზე დამნათის მე ძველი ქართლი, 
მოდი-ნახის კი ვარ პატიმარი. 

??????