ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

მამიდა 

ჩვენ ერთმანეთი ვნახეთ პირველად,
ბევრის თქმა გვსურდა და ვერ ვამბობდით,
მხოლოდ მრავალი წლის შენახული
მერგო მდუღარე მისი ამბორი.
ფოტოგრაფის წინ ერთად დავსხედით,
მიწას დასცქერის მამიდაჩემი,
გულთან რომ უფრო ახლო ვყოლოდი,
მხარზე დაიდო ჩემი მარჯვენი.

თრთოდა, ბორგავდა, ვერ ისვენებდა
სულ სურს ხსენება იმ შორეულის,
სადაც დატოვა ხე მშობლიური,
ნაყოფმწიფე და არმოლეული.

რა უნდა მეთქვა მისთვის იმედად?
ხელსღა ვუქნევდი მარტოდ დარჩენილს.
ბურსას გადაღმა, ველზე ხე იდგა,
მოხრილი, როგორც მამიდაჩემი.

??????