ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

პოეტები ექსკლიუზივი

პოეტებს ნაბიჯებს არ უთვლიან,
მათ ხშირად ეშლებათ ნაბიჯები 
ქმნიან ყოველდღიურ არითმიას
და ხმებს ხარებივით აგიჟებენ.

შრიალებს ათასი ბერზვიადა,
ხმა– თითქოს გრიგალში მუხნარია,
პოეტის სიცოცხლე ლექსია და
სიცოცხლეც ლექსივით უხარია.

პოეტი ზეციდან გადმოვარდა,
აქ მხოლოდ საფლავი მოიზომა,
იცანი ეს ჩვენი ლადოა და
ყელიდან ყაყაჩო მოისროლა.

სისხლო, სხეულში რომ არ გვეტევი,
თვალწინ ცოდვა–მადლი გვილაგია
აქ რა შუაშია „ანგლეტერი“
აქ ნაღდი პოეტის ჯილაგია,

ირგვლივ თასმებივით გვევლებიან 
მტრები, ჩვენივ ლექსით გამოწვრთნილი,
აქ ნაღდი პოეტის გენებია
საუკუნებში ამოზრდილი

იქით – საოცარი მითებია,
აქეთ – თვალთმაქცური მონეტები,
პოეტები ლექსებთ ითვრებიან
ლოთები ჰგონიათ პოეტები.

გადათქერავენ დ გადეკიდებიან
ქალები მაცდური ლორნეტებით,
პოეტების ცოლები ადრე ქვრივდებიან
ადრე კვდებიან პოეტები

ჯანდაბას ყოველგვარი არითმია,
ქვეყანას ჩვენ მაინც მოვედებით
პოეტები ნაბიჯებს არ ითვლიან, 
ძმა– ბიჭებს ითვლიან პოეტები.

??????