ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

* * * "მშვიდობით.."  ექსკლიუზივი

მშვიდობით, ჩემო ლამაზო სახლო,
რომ მოწყენილხარ, როგორც მშობელი,
აწ ვერასოდეს ვერ დაინახო
ჩემი ცრემლები შეუშრობელი.
ლექსის კოცონზე დარდებს მობელილს
ვწვავ და თვალებში ნისლი წვიმდება,
მე სულ სხვაგვარი მწადის დიდება,
მაგრამ სულ სხვაა ჩემი სოფელი.
ჩემი დიდების სამადლობელი
სულ ორიოდე ლექსში ეტევა,
ოდესღაც მერქვა ლომის ბოკვერი,
მჩვეოდა კიდეც ლომის შეტევა.
ახლა დაღლილი და მოშვებული
ალბათ არც სოფელს ვესახელები,
გადაეღალა ზეცას ხელები,
ჩემივ სანთლებით განათებული.
შენთან მე მაინც ვარ ვალდებული,
მშვიდობით, ჩემო ლამაზო სახლო...
მიცდის შავეთი განათებული
და მარადისი დუმილის ახო.

??????