ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

თუმცა ჟამი-ჟამ ექსკლიუზივი

კალისტრატე სამუშიას

თუმცა ჟამი-ჟამ ცრემლებიც გალტობს,
დარდი გქცევია ლელოდ,
ასე ძლიერი ფესვების პატრონს
რა მოგერევა, ერო.
თუმცა ნაღველიც გამოგერევა,
“ჩელას” პატრონო ერო.
თუმცა ჟამი-ჟამ ნაღველიც გატანს,
მაგრამ ხმა მაინც წრფელობს,
“სი ქოულ ბატა, სი ქოულ ბატა,”
ჩემო ტანჯულო ერო.
შენ გაამდიდრე ბევრი არმქონე,
მაინც მარადისს ფერობს 
შენი რუხი და შენი შამქორი,
ჩაუქოლველო ერო.
არც არასოდეს გაიწირები,
არა, არა და არა,
სანამ სულს გითბობს სქვამი ცირების
სქან გოლუაფირო, ნანა.
ღმერთმა გაშოროს შენისლული ცა,
კორდო, მწვერვალო, სერო,
ვარ “ოდოია” შენი სულისა,
შენი სუნთქვა ვარ, ერო.
გადაიქროლე ბედის რაშებით
მარადისობის ლელო,
შენთვის მოველ და შენთვის დავშვრები,
ჩემო ტანჯულო ერო.

??????