მურზაყან ჩემო ექსკლიუზივი
ჯავრით გარუჯულ გალავანთან მოაგდო გლოვა
ენგურმა, ბოლო მეტივურიც ჩამთავრდა ასე,
ცლიდა საღამო იდუმალის ვერცხლისფერ თასებს
და იყო თოვა, დიდებული იანვრის თოვა.
მურზაყან ჩემო, ის წავიდა, ის გვიან მოვა,
გვიან, როდესაც მისი მოსვლის მოაწევს ჯერი,
დასევდილ ლანდებს შეივრდომებს ამ ოდის ჭერი,
ამ ოდის თავზე სამ სურათად რომ დაგიტოვა:
პირველს-დანგრეულ სვანურ კოშკთა სამება ხუთავს,
მეორეს-ჯვარის ჯვარგამწყრალი ქოხის ლაფარო,
მესამეს-უნდა თვალთმაქცურად შემოგაპაროს
რაღაც ორიოდ ტაშისათვის ნასროლი ხურდა.
მურყაზან ჩემო, შენ გეცნობა პოეტი იგი,
აბურდულ თმებით და ოდნავ მოხრილი ხმებით
და ჭერი იგი დაამგვანა დიდების გვირგვინს.
რა საწიროა, მეგობარო, უაზრო გლოვა,
ბედს არასოდეს უჩლუნგდება მახვილი მჭრელი,
მურყაზან ჩემო, ის წავიდა, ის გვიან მოვა,
გვიან, როდესაც მისი მოსვლის მოაწევს ჯერი.