ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

* * * "შენ ლამაზი ხარ" ექსკლიუზივი

მიმოზა ცანავას

შენ ლამაზი ხარ, ლამაზი ხარ როგორც მიმოსა,
მე რომ მაწვალებს, რომ მაწამებს შენი თმებია,
ჩუმად გადმოდის თებერვლის თვე ოქროს ტილოზე
და გატაცება აღტაცებას შერითმებია.
შენ ლამაზი ხარ, ლამაზი ხარ, როგორც მიმოსა,
მე რომ მაწვალებს, საყვარელო, შენი თმებია,
მიმოზასავით მეც ფიქრები ამმწვანებია,
ძმაკაცებივით მეხვევიან ოლეანდრები,
უსიყვარულოდ პოეზია არ მწამებია
და სიყვარულის ქარ-ბუქებში ვბროლიანდები.
ჩუმად გადმოდის თებერვლის თვე ოქროს ტილოზე,
და გატაცება აღტაცებას შერითმებია,
შენ ლამაზი ხარ, ლამაზი ხარ, როგორც მიმოსა,
ლექსის ძარღვები, საყვარელო, შენი თმებია.

??????