ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

ვით ტოილოთი დაბმული ცხენი ექსკლიუზივი

ვით ტოილოთი დაბმული ცხენი,
ისევ და ისევ შენი მიწის ირგვლივ
ვტრიალებ.
აქ უნდა ვღინჯო სიკვდილამდე
ჩემი ლაგამი.
გლეხკაცს
აქ უნდა წავეშველო,-
ტვირთი წავუღო.
მოხუცს აქ უნდა გავახსენო 
თავის ბიჭობა.
ბიჭებს
აქ უნდა შევასწავლო
ტატოს “მერანი”
მერე კი...
მერე,
როცა წავალ, ჩავიღვენთები,
მოვალ ბალახად,
ცხენის საძოვ ბალახად მოვალ
და
ისევ შენთვის გავაგრძელებ ყოფას,
მამულო.

??????