კიდევ ცოტა ხანს ექსკლიუზივი
რომ შედის,
პატარავდები, დედაჩემო, კარგა ხანია.
კარგა ხანია
შენს სასთუმალთან სანთელივით იწურება,
ილევა ჩემი სიხარული,
იწურება და ფუძე-საყრდენს უახლოვდება.
ვერა, ვერაფრით გაგახარა პოეტმა შვლმა,
ეკლიანი გამოდგა შვილი,
ღორღიანი გამოდგა შვილი,
ჯავრიანი გამოდგა შვილი,
ასეთი შვილი
ალბათ არცერთ ღმერთს არ ჰყოლია.
...ჯავრდამოყვრებულ ბერიკაცთა
ჯიღა თვალებში
ვინ შეგამწყვდია, სიყვარულო
შე საცოდავო...
გამოდი დროზე,
გამოდი დროზე,
გამოდი, სანამ დარჩენიათ მსახურებს კარი,
გამოდი,
მოდი.
მე ვარ, ბატონო, ის დაარჯი,-
შუაღამისას ქურდებმა რომ გამოაღვიძეს
და გაქურდულს ღიმილით ჰკითხეს
ორი წუთის წინ არნაირი სიზმარი ნახა...
სიზმარს თუ რამე დაეჯახება,
კაცს სიწითლემდე რცხვენოდა ცოდვის,
კაცს სიწითლემდე რცხვენოდა შურის,
კაცს სიწითლემდე რცხვენოდა კაცის,
თანაც მზეს-როგორც დედის კალათას,
ეფარებოდა.
კიდევ ცოტა ხანსდამიცავ, დედი,
დამიცავ, დედი,
დემოკრატიულ მაკრატლების მწიკვანა ხმებით
გულგამოჭმული ქალაქისაგან,
დამიცავ მოყვრის ღალატისაგან,
კიდევ ცოტახანს
მტრებისაგან დამიცავ , დედი,
ნუ, სახიერო,
ნუ, კეთილო,
ნუ, სასოებავ,
ნუ, დაიღლები სიყვარულით.
თუ, თანდათან პატარავდები,
როგორც ტაძარი-
შეღამებისას…...