Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

იარე! ექსკლიუზივი

“გუშინ 7 სანთელი დაგინთე სიონში”
(ნანა ფირცხალავას წერილიდან)


ამაოდ!
სხვა გზაზე ნათდება ამ დილით,
სხვა ცირებს მაცილის ლაქარდი ატირებს,
ჯერ მხოლოდ ორმოცი მთა გადინადირე
და ორჯერ დატოვე ლანდების ნადიმი.

ამაოდ! 
უპეებს ცრემლით ნუ იოსებ, 
ღმერთებმა მოგმადლეს ფიქრი და შეძლება ,
შვილი რომ შვიდ სანთელს აგინთებს სიონში,
რიონში განზრახვის სიკვდილსაც შერცხვება

ამაოდ!
გამართე მუხლი და იარე,
სამშობლოს იარებს ჯერ კიდევ სჭირდები,
ერთ დროს 
ცას ლექსებად ეკიდნენ ჩიტები,
დღეს
იმავ ზეცაზე სხვა ზარი ზრიალებს.

იარე!
იარე!
თამამად იარე!
დიდ ბოდიშს მოვიხდით ყოველგვარ სნებასთან,
ტკივილს რა ხელი აქვს პოეტის ნებასთან,
პოეტი ათასებს უკურნავს იარებს,
იარე!

??????