ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

* * * "ესროლე პოეტს"  ექსკლიუზივი

„ოჯახისათის თვით პოეზიის დათმობაც შეიძლება“
ქალის წერილიდან


ესროლე პოეტს,
ნუ დაზოგავ, ესროლე პოეტს, – 
თვარცრემლიანი გოგონა ითხოვს.
ოთხმოცდასამის იყო გოეთე,
მაინც ვერ ჰპოვა სამყოფი სითბო.

ესროლე პოეტს,
ნუ დაზოგავ, ესროლე პოეტს, – 
შვილის უმანკო თვალებისთვის ესროლე პოეტს,
მეუღლის ერთგული ფიქრებისთვის,
ესროლე პოეტს,
თვალცრემლიანი გოგონა ითხოვს.

კარგო გოგონავ, 
შენ მათხოვრობის პაემანი ჯერ არ გინახავს,
იქ, სხვების მიერ გადაგდებულ 
დამჭკნარ ყვავილებს 
კვლავ უბრუნდებათ ადრინდელი,
სპეტაკი სითბო.

კარგო გოგონავ, 
შენ მათხოვრობის პაემანი ჯერ არ გინახავს,
ჯერ არ გიგრძვნია 
დაკავებული გულების სითბო,

ესროლე პოეტს,
ნუ დაზოგავ, ესროლე პოეტს, – 
თვალცრემლიანი გოგონა ითხოვს.

??????