მიწისგანა ვარ შობილი
ერთხელ მეც დავიკარგები, სახლში არ დავბრუნდებია, ბნელსა და ოხერ საფლავში ნელ-ნელა დავეშვებია, წახდება ხორციელობა, დარჩება ტიტველ ძვლებია, გულო, მაგ შენის ქი ნაც თან ჩამომყვებია. მიწისგანა ვარ შობილი, მიწას ვერ ავცილდებია, მიწა მზრდის, მიწა მახარებს, ბოლოს მეც დავმიწდებია.
|