კუხიანიძე ზურაბ
გაზიარება

მეზობლის გოგო 

იქით მხარეს მოჩანს შენი ეზო-ველი,
ჩემი ეზო აქეთ ძევს.
გოგოვ, გოგოვ, თუ ხარ ჩემი მეზობელი,
შეიბნიე საკინძე,

შენი ყელი , შენი მკერდი რას მიქვია!
განა რამე მწყურია?
მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, გამიგია,
ისიც შინაურია.

დე, თვალებში ჩამეყაროს მე ნაცარი,
თუკი გულში ავი ძევს...
მაგრამ მაინც, რომ ჩაივლი, გენაცვალე,
შეიბნიე საკინძე!

??????