Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

სადღობელაშვილი ნინო
გაზიარება

პოეტი-პოეტს 

სადა ხარ ახლა.. გამიტკბილდა ჩაიში თოვლი,
თეთრი ნემსები გამოისხეს ქოთნის იებმა.
სავარცხლით მაჯებს გადაიხსნის ხვალ შენი ცოლი
და ღრუბლის ცხენებს საიქიოს კარზე მიაბამს.

გვინდოდა ყოფნა.. სასწაული გამონაგონი,
ცის ნამცეცებით ვაპურებდით ციცქნა ბეღურებს.
მხრებზე მოვისხი ძველი სევდა_დედის ნაქონი
და შვილებს თავზე ვერხვის ჭერად გადავეხურე.

ესე გირჩიეს მოლაპლაპე შენმა სიზმრებმა?..
შემოგაპარეს მარტოსული თავისი თავი. 
მერე ლექსები დამიშინე ელდის ისრებად,
ქვეყანას მოსდე დასაწყევლი ჩვენი ამბავი..

სადა ხარ ახლა.. ბილიკები რომლები მოვლე
და ცალი ცრემლით შეგიფარეს ვისმა ღაწვებმა?!
სავარცხლით მაჯებს გადაიხსნის ხვალ შენი ცოლი
და მოელვარე სამელნეში შვებით ჩაწვება.

??????