სამნიაშვილი ლელა
გაზიარება

კონტრაბანდა 

ჯოჯოხეთში არ მიშვებენ:
ყოველ ჯერზე _ ოკეანე შემაქვს კოლბით,

როიალის კლავიშები _ ჯიბით შემაქვს;
არ მიშვებენ: პოეტური ეშმაკობით _ 

რას ვაჯობებ ეშმაკობას;
და სამკბილა იასამნის ციცქნა მარცვლებს _ 

ფრჩხილებიდან მაცლიან და არ მაცდიან _
კოცონისკენ _ თაღებს გავცდე;

კოცნა შემაქვს. არ მიშვებენ _ სამოთხეშიც:
თითო ტკივილს თან ვიტოვებ ყოველ ჯერზე;

და როდესაც პოულობენ, _ 
შერცხვენილი _ პოეტობას ვიმიზეზებ.

??????