განწირული თაობა
გუშინ -
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან...
დღეს -
რომ ვერ "გვიხმარეს",
შემოგვდგნენ წიხლებით...
ხვალ -
ალბათ გამოვალთ
როდესმე კომიდან...
ზეგ -
ჯერ არ მოსული
სიბერით ვიღლებით...
რა გვახსოვს? -
ტვინების ღვრა
თავის ქალიდან...
და
ნატყვიარები
ხერხემლის მალებში...
ვერა,
ვერ ამოხვალ,
შენ, ჩვენი ვალიდან,
ღმერთო...
და ვერასდროს
ჩაგვხედავ თვალებში!