სეიდიშვილი ლადო
გაზიარება

ხე... ვიოლინო... თოვლი... 

ჩამო -
ცარი -
ელე -
ბულა
ბაღში ყველა კენტი ტოტი
და
ზედ თოვლის ფთილა, როგორც 







ს - სიმზე ნოტი,
ფრთხილად,
თრთოლით,
სიოს ქროლით
აკვესებდა ზამთრის მოტივს.

აქ ვინ იყო?..
შესულიყო გაუკვალავ თოვლში
ბოტით.
გულმა ვით არ დაუშალა -
შეშლილივით გამოვრბოდი...
!!!
ჩამოცარიელებული 
ვიოლინოს კრთოდა ტოტი. 

??????