სოლომნიშვილი ზინა
გაზიარება

* * * "თავი დაიხრჩო" 

თავი დაიხრჩო
ზამთარმა ხევში
და მოიხადეს
მთებმა ქუდები,
არ მოიწყინო,
მზე ისე შემშლის,
რომ უსაშველოდ
გავზაფხულდები;
რაც ყაყაჩოა,
ჩემს სისხლში
ჰყვავის
და ჯეჯილობა 
გულმა ინდომა;
ცეკვით დაღლილი
წაიქცა ქარი,
იის თვალები 
სჭყიტა მინდორმა...

??????