სტურუა ლია
გაზიარება

თავბრუსხვევა 

გამოხედვით უნდა გამოედო სივრცეს,
თვალი დაამაგრო რამეზე, მაგ.
ანთებულ ნათურაზე,
რომ არ აგიტრიალდეს ჭერი
და თავზე არ დაგემხოს,
როცა მეცხრე ცაზე ადიოდი
უძვლო ენით,
პირველივე ცამ გიღალატა?
უცნაური სიტყვები წამოვიდა წინ:
მენიერი, ფეზამი, კრიზი...
ვითომ დაგავიწყა
კიდევ უფრო უცნაურები:
სინეკდოქე, პიპერბოლა,
რომლებიც გეხმარებოდნენ,
სიყვარული აგეხსნა კაცისთვის,
ისე, ვითომც აქ არაფერი, 
შთაგონება მოგაწვა და ლექსებს უკითხავ...
ასევე აჩვენებდი თავს
ფანჯრებიდან, ბუჩქებიდან, კედლებიდან
მოყურადეებს, რომლებიც
თვალებით სურათს გიღებდნენ,
რაღაც სტრიქონებს იმახსოვრებდნენ კიდეც,
ჭორი რომ უფრო მიმზიდველი გაეხადათ,
როცა საფუძვლიანად დასხდებოდნენ,
ყავაზე, ჩაიზე ნამცხვარივით მიდიოდა:
_ ვინ ვისთან დადის?
მაშინ არ ვამბობდით _ ვინ ვისთან წევს,
მერე ვისწავლეთ და იმ საწოლიდანაც
მეცხრე ცა ჩანდა...

??????