ლარცულიანი ნინო
გაზიარება

დედა ქეთევანი 

ტკივილით ვბერდები, დედაო ქეთევან,
როდესაც ვკითხულობ წიგნს შენი წამების,
ჰოი, ალექსქნდრე! და ჰოი, ლევანი!
ტირის ნორჩ ვენახში მოკლული მტევანი!
როგორ დასერილა ოცნების ყვავილი,
და ცხელ ჭრილობებზე მოყრილა მარილი,
შენი მოღერილი ყელია საყვირი,
მაღლა აღერილი და ძირს არ დახრილი..
აჰა, ხერხემალში გავიდა მახვილი,
მახვილი,ღვთიური ცეცხლის და მარხილი
შორეთს მიგამგზავრებს,
ცა გადალახულა, ახლოა ნაპირი..
რა ტკბილად მტკივდები,დედაო ქეთევან,
რა ტკბილად მტკივდები, მტკივდები იქამდე,
ვიდრე ცრემლის ნაცვლად
თვლებით ავტირდები,
და ცეცხლის ტივები,
შენს ხატთან მტკივნეულს
არ მომაცურებენ!
თაფლის სანთელივით შენს წინ დავინთები,
თან მომაქვს ვედრება, ვით ძველი მზითვები,
და მე ამ ვედრებას აქ შევენივთები!
შენ, ჩემო კიბეო,
ჩემი საქართველო
მაღლა აზიდეო,
კიდით და კიდეო,
კიდევ და კიდეო.
შენ, ჩემო კიბეო,
მზე ჩაგვიკიდეო,
და კლდის ბილიკებზე
ხელი ჩაგვკიდეო!.
...გულში გაიშალა ოცნების ყვავილი,
და ყელში აყვირდა მაღალი საყვირი,
დედა ქეთევანი გვეძახის ქართველებს,
და ოქროს თითებით ნელ-ნელა
გვამთელებს..
ღმერთო, შენ გვიშველე!
ღმერთო, გაგვათენე!

??????