არჩევნები
კეცავენ ფურცლებს,
ეძებენ ცოცხლებს,
ცოცხალ-მკვდრებსაც კი
ეძებენ სანთლით;
ხან ცოცხლის ნაცვლად
მკვდარი აწყობთ და
ხან მკვდრების საფლავს
ზომავენ ადლით.
წებავენ კონვერტს,
სიას ადგენენ,
ჩამორიგებულს მისთვის და სხვისთვის;
გარეთ ტკივილი,
გარეთ ტირილი,
გარეთ კვნესა და
გოდება ისმის;
ჭედავენ ყუთებს,
ჭრილსაც ადებენ,
რომ დაითვალონ
ხმები ულევი,
რომ დაგვეთუთქოს
უკვე მეასედ,
ასჯერ გამსკდარი
ჩვენი გულები;
მთავრდება დრამა
და თან ოცნებობ,
რომ ყველაფერი
თითქოს რიგზეა,
მაგ არჩევანით
ამ ქვეყნის საქმე
შენ რომ გგონია
არც მთლად ისეა.