თოვლი
ჩემი ოცნების თეთრი ფანტელი
რა ხვავრიელად თოვს.
მზე თმებს ისველებს ღრუბლის ჟელეთი
მთვარეს პაემანს თხოვს.
ამ ფიქრს ვერ იტევს დაბლა ხმელეთი,
რა ხვავრიელად თოვს...
თოვლის ფიფქები მაინც ღვთის არის,
მაგრამ ოცნება ერთი მისხალი,
ერთი მითხარი,
თოვლის ცისმარე,
მაინც ღვთის არი.
არ მისრულდება მთვარის სიზმარი,
ღრუბლის სიზმარი, თოვლის სიზმარი,
მაგრამ იცოდეთ არ გამაჩნია,
ამქვეყნად ცოდვა ერთი მისხალი.
ჩემი ოცნების თეთრი ფანტელი
დღეს უკვე აღარ თოვს.
ცოდვას ჩადენილს გუშინ მთვარისთვის
დღეს ბადრი მთვარე მთხოვს.
თოვლი რა არის, ერთი მისხალი
რმერთო მითხარი,
რმერთო მითხარი,
რა ხვავრიელად თოვს.