კვიცარიძე მერაბ
გაზიარება

ვაჟა-ფშაველას 

ჯოყოლასთან დამპატიჟეს სტუმრად,

ალუდასთან ვიკენჭლავე წამით,

წავაფარე მუცალს თეთრი ჩოხა,

ფიცი გავტეხ აღაზასთან წამით.

მინდიასთან მომიწამლეს ღვინო,

აფშინასთან მომიჭირეს ღვედი,

ბახტრიონზე თავს იკლავდა ღამით

ისევ თეთრი მოფარფატე გედი.

არწივებთან ღამე გავათიე,

გველი ვჭამე, არ გამიწყრე დედი,

ციდან ღმერთი ისევ ზარებს რეკავს,

გეხვეწები, არ დარეკო მეტი!

??????