ლარცულიანი ნინო
გაზიარება

ცოტნე დადიანი 

ტანზე თაფლს ისვამს მართალი ცოტნე,
დიდ მოედანზე წვება ხალისით,
ღმერთო,მაღალო და ყოვლისმცოდნევ,
ეს რა სასწაულს ხედავს ანისი!
`კაცი კეთილი,სრული საღმრთოთა,
ბრძოლათა შინა სახელიანი”,
თავად მივიდა და ტყვედ ჩაბარდა?!
_კვირობს ყოველი ადამიანი.
რა ერთგული ხარ, რა დიდი ცოტნე,
თვით სიკვდილს მუსრავს გული ღვთიანი,
გიმზერთ და სისხლით ვტირივართ ცოდვებს,
და ვხდებით ერთნი და ერთიანი!
ჩვენ ანისივით გვეწვის ფერდები,
გულში მზე დგება და თან მწიფდება,
დიდდება სისხლი და ნაკადები
ჯიშით ივსება და იწმინდება!.
მართალო ცოტნევ, გიცი და ვიწვი,
მსურს ვიყო შენებრ სახემზიანი,
,,კაცი კეთილი, სრული საღმრთოთა,
ბრძოლათა შინა სახელიანი’’!

??????