ვერაფერი გამიგია
ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება
ყველაფერი წამიგია-
მეგობრები მაკლდება.
ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან-
მშვენიერად არიან.
უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!
ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება-
წასულან და წასულან.
და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...
მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო-
რაც მომხვდება, ვიყვირო.