შენი სიყვარულის ზღვა ზედაპირზე არ იზომება...
შენი სიყვარულის ზღვა
ზედაპირზე არ იზომება...
მხოლოდ მსუბუქი საგნები ტივტივებენ ტალღებზე.
მე კი იქ ჩავყვინთე,
საიდანაც შენც ვეღარ გხედავ,
მაგრამ ვიცი _
მაინც შენში ვარ...
იქ, სადაც სხეულები ირღვევიან
და ზღვები გადმოდიან ნაპირებიდან...
ჩვენ, სამყაროსგან გადამალულები,
ფერად კენჭებს დავეძებთ ფსკერზე
და მერე ვაწყობთ სიყვარულის ფერად მოზაიკას
სამყაროში, რომელიც
არსად არ არსებობს...