ბარბაქაძე ცირა
გაზიარება

დავითვლი ნაბიჯს.... რა თქმა უნდა, შენამდე მოსულს... 

 

ამ თეთრ ფურცელზე მოვაგროვებ

ნაბიჯებს _ ფიფქებს...

გამორჩეულებს გადავაცმევ

ნისლის ვუალებს...

დავითვლი ყველას, ჩემგან გასულს

აქეთ და იქეთ...

და უმეტესად, საკუთარ თავს

გარს რომ ვუარე _

დავითვლი ნაბიჯს....

რა თქმა უნდა, შენამდე მოსულს...

რომ მოვიდნენ და უნებურად, ვერ მო()უარე...

 

 25 ნოემბერი, 2010 წელი.

 

 

??????