ნუ გაჩერდები.... (მგზავრი იყავი აქამდე და... ახლა კი _ გზა ხარ!)
ნუ გაჩერდები,
როცა არ იცი, საით წახვიდე,
მდინარეებს ჰკითხე და გეტყვიან,
როგორ ისწავლეს სიარული...
მათ ყოველთვის ზუსტად იციან,
საით გაკვალონ....
ნუ გაჩერდები...
შენს თავს მიჰყევი და
ფონს გაგიყვანს...
და ეს სამყაროც
იქით წამოვა,
საითაც წახვალ....
ვარსკვლავივით აგედევნება...
და შენი სუნთქვის თანამგზავრი
ურჩი ქარებიც
ჩადგებიან,
რადგან ქარებიც…
მხოლოდ უძრავ საგნებს ერჩიან...
ნუ გაჩერდები...
არცერთია ბოლო სადგური
და ვერსად ჩახვალ...
ნუ გაჩერდები...
მგზავრი იყავი აქამდე და...
ახლა კი _ გზა ხარ!
19 თებერვალი, 2011.