ანჯელოუ მაია
გაზიარება

აღვსდგები ისევ (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი)) 

თქვენ ძალგიძთ წარსულს რომ მიმათვალოთ 
ყალბი წუხილით, უგულოდ, მყისვე; 
თქვენ ძალგიძთ ჭუჭყში გადამიძახოთ, 
მაგრამ მტვერივით, 
აღვსდგები  ისევ. 

ჩემი სიმკვეთრე გამწარებთ ასე? 
რატომ შეგიპყროთ დაღვრემილობამ? 
ნავთობივით რომ ვიჭრები გარეთ 
თქვენ რად გაყენებთ ნეტა ჭრილობას? 

როგორც მზე,  ანდა როგორაც მთვარე 
აღარ რომ წყვეტენ დინებას წრისებრ, 
ვით იმედები ზეცას მიმწვდარი, 
აღვსდგები ისევ. 

გინდათ მიხილოთ გადამსხვრეული? 
თავჩაღუნული  დახრილი მზერით? 
მხრებჩამოყრილი, ცრემლების მსგავსად, 
დასუსტებული მოთქმით და  კვნესით. 

დიდსულოვნება მოქმედებს თქვენზე? 
აღარ ჩამითვლით საშინლად მძიმედ– 
სიცილს, რომ მიგავს ეზოს კუთხეში 
ოქროს საბადოს მფლობელს და მხილველს. 
                             
თქვენ შეგიძლიათ რომ სიტყვით დამჭრათ 
მზერით დამტოვოთ დანადაგები, 
თქვენ შეგიძლიათ ზიზღით გამგმიროთ– 
მე – ჰაერივით, 
ისევ აღვსდგები. 

ვნებიანობა გაწუხებთ ჩემი? 
გაოცებთ ისე კარგად რომ ვცეკვავ, 
თითქოსდა მქონდეს მარგალიტები 
ჩემს შეტყუპებულ მუხლისთავებთან? 


ისტორიული ქოხმახიდან უმწეო კდემის 
აღვსდგები ისევ 
წარსულისაგან ტანჯვაში რომ ჩაზრდია ფესვი 
აღვსდგები ისევ 
ვარ ოკეანე, მოღრიალე  შავი და ვრცელი 
მოკაზმული და შემოსილი მიქცევ–მოქცევით. 

მცხოვრები შიშში შეყუჟული ღამის საფარველს 
აღვსდგები ისევ 
საოცრად სუფთა ღამისა და დღის გასაყარზე 
აღვსდგები ისევ 
მექნება ჯილდოდ წინაპართა ნიჭის ლებანი , 
მე ვარ მონების იმედი და ნაოცნებარი. 
აღვსდგები ისევ 
აღვსდგები ისევ 
აღვსდგები ისევ. 

??????