ანჯელოუ მაია
გაზიარება

უარყოფა (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი)) 

უსაყვარლესო, 
სხვა რომელ ქვეყნად 
ან სიცოცხლეში 
ვიგრძნობ შენს ტუჩებს, 
შენს ხელისგულებს, 
შენს ვაჟკაცურად თავხედურ 
სიცილს.         
იმ უსამანო სიტკბოს, რომელსაც 
მე ვაღმერთებდი. 
რა არის იმის  საწინდარი 
რომ კვლავ შევხვდებით, 
სხვა ქვეყანაში 
მომავალის უსაზღვრო დროში. 
ჩემი სხეულის სულსწრაფობა 
ჩამოვიშორე. 
ვერ შევძლებ სიკვდილს 
ვიდრე ერთხელაც 
უცაბედად საამო შეყრის 
იმედს არ მომცემ. 

??????