მე ომს გიცხადებ...
თუ ისე მაკოცებ, რომ მკვდარი გავცოცხლდე,
ყველაზე მოკლე ღამეს მე მოვიპარავ მზეს და მთვარეს
და სულ არ ვიდარდებ, როცა სანთლის შუქზე,
გასამართლების გარეშე დამხვრეტენ
კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მოკლე ჩართვისთვის.
დღეს ომს გიცხადებ, ხვალ რომ ტყვედ ჩაგბარდე
და უკვე ზეგ
მოგიწყო
ერთკაციანი,
2გინალური და
3სდღემჩიო რევოლუცია...