ჭეიშვილი გიორგი
გაზიარება

კვირაში ერთხელ  

ორშაბათს იტირა მზემ,
როცა კაცმა თქვა-
-მზეთუნახავი.

სამშაბათს ტიროდა ცა,
როცა კაცმა თქვა-
-ქალი, რომელსაც თვით ცისარტყელა
ფერებს ჰპარავდა.

ოთხშაბათს, ვიდრე ღმერთად გახდიდა,
ქალი გახადა, და თქვა-
- სამოთხე!

ხუთშაბათს ცოლად შეირთო.

პარასკევს უკვე ტიროდა ქმარი,
რადგან ცოლი გამოდგა
ზედმეტად მიწიერი
და არც ისე ნიჭიერი.

შაბათს, რა თქმა უნდა,
ატირდა ცოლი -
როგორც მზე,
როგორც ცა
და როგორც ქმარი.

ამიტომ უნდა დავტოვოთ ქალი უბრალო ქალად!
მაგრამ ეს ისეთი მოსაწყენია, 
რომ სჯობს კვირაში ერთხელ ყველამ იტიროს!

??????