აბაშიძე გრიგოლ
გაზიარება

*ბიოგრაფია (ა.გ) 

გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე დაიბადა 1914 წლის 1 აგვისტოს ჭიათურის რაიონ სოფელ ზედა რგანში. ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). იყო ჟურნალების "ნიანგის", "დროშისა" და "მნათობის" რედაქტორი. 1967 წელს გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წელს - თავმჯდომარე. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა: "სამხრეთის საზღვარზე" (1949), "ლენინი სამგორში" (1950, ორივე ციკლისთვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია, 1951), "თუნდ დავიარო მთელი სამყარო" (1959)
თარგმნა მიცკევიჩის, ნერუდას, პეტეფის, ემინესკუს, ბოტევის, ვაზოვისა და სხვების ლექსები და პოემები. გრ. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. 

გრიგოლ აბაშიძე გარდაიცვალა 1994 წლის 29 ივლისს.დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 

??????