თაობა
`ღმერთების საძიებელი კატალოგი~
დეას, თუთას, ანას
სულ მალე ღამის ვარსკვლავები გაიღვიძებენ,
მე კი აქამდე ვერ ვნათელვყავ, რამ მქმნა, რამ მშობა?
ჩუმად!.. მიწაზე იასავით ამოდის ღამე...
ჩუმად!.. მიწაზე მეორდება ჩემი ბავშვობა...
ახრჩობს შუადღეს თებერვალი თეთრი ხელებით,
მე უკვე მათრობს ცარიელი თოვლის მთქნარება.
დღეებს აბოლებს ჩემი ქოხი ხველებ-ხველებით
და სხეულიდან თვითონ სუნთქვა მიიპარება.
მოდის მევალე, ვისიც მზე და ოცნება მმართებს.
სადღა ვიქნები? _ სიჩუმეში, არც შორს, არც ახლოს...
მივდივარ, მაგრამ, შვილო, გითმობ თეატრში პარტერს,
რომ ამ ცხოვრების მშვენიერი სპექტაკლი ნახო.