მოსაშვილი ილო
გაზიარება

დოღში სწორებთან 

ვარ კალმახივით გაჟანგული არაგვის ქვიშით,
დღეს ალაზანმა ცხელი მკერდი გადამილამა.
ბედი შემება და წაქცევა ჩემი ილამა,
მაგრამ მთებისკენ მიმაქანებს ამაყი ჯიში.
შეუპოვარი მყავდა მამა და დედა მწყემსი,
ეხლაც ბუხართან მეგონება ცოლი დევისა.
ბევრი მიზიდავს მეც ღრუბელი ლეკის მთებისა
და ღამე ნაბდის ნაგლეჯივით მგდებია მხრებზე.
ფშავსა და ქიზიყს ვაქორწინებ, როგორც ჯილაგებს,
როცა დოღიდან საქართველოს მოვუტან ბაღდადს,
ჩემი დროების სიხარული გულს გამილაღებს.
ამ გზას მივენდე, ვთქვი სიმღერა მზის ჰანგებიდან
და თუ მოვტყუვდი ან გულისთქმა არ გამინაღდდა,
უფსკრულებისკენ! _ გაფრენილი უზანგებიდან.

??????