ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

*ბიოგრაფია (ა.გ) 

(დ. 26 მაისი, 1944) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი.
საშუალო სკოლა დაამთვარა 1961 წელს ქუთაისში. ამავე წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა. 1963-66 წლებში გაამწესეს რუსეთის ჯარში, ანტისაბჭოური პროპაგანდისათვის. მისი ლექსები იბეჭდებოდა 60-იანი წლებიდან საუნივერსიტეტო გაზეთში, ალმანახ “პირველ სხივში”, “ახკომში” და “ცისკარში”.
გივი ალხაზიშვილს გამოცემული აქვს აგრეთვე შემდეგი პოეტური კრებულები: „მოგონებათა ქალაქი“ (1975), „უცხო ფრინველი“ (1975), „ლექსები პოემა“ (1977), „წარსულის სარკმელი“ (1980), „დიალოგი ფიქრში“ (1981/, „თვალი — სულის სანთელი“ (1982), „ქარის დევნა“ (1983), „შენ ყოველივეს ხედავ, ცაო“ (1985), „სიტყვების მოლოდინი“ (1987), „აღმოცენება“ (1987), „გული ანათებს“ (1989), „ღამეთა ფერფლი“ (1990), „მხოლოდ სიყვარულზე“ (1990), „სინათლე წვეთში“ (1995), „გამოსვლა უდროობიდან“ (1998), „ერთტომეული“ (1998), „გაღწევის სურვილი“ (2005), „ქორონიკონი“ (2006), „ქორონიკონი 2007“ (2008).
1998 წელს წიგნისათვის „გამოსვლა უდროობიდან“ მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელობის პრემია. 1999 წელს ამავე წიგნისთვის გადაეცა სახელმწიფო პრემია.
დაიბეჭდილია გივი ალხაზიშვილის სამი რომანი: ”ამოდის თუ ჩადის მზე?!” (1999), “სოდომიდან სოდომამდე” (1999), “რკინის კარს აქეთ და იქით” (2002).
ჟურნალში “ჩვენი მწერლობა” 2008 წელს დაიბეჭდა შემოკლებული ვერსია ახალი რომანისა “მომავალი წარსული”, რომელიც მალე გამოიცემა ცალკე წიგნად.
2004 წელს გამომცემლობაში “მერანი” დაიბეჭდა გივი ალხაზიშვილის ესეების კრებული “სიტყებში გახიზნული ფიქრი”. გივი ალხაზიშვილი ინტენსიურად თარგმნიდა უცხოურ პოეზიასაც.
1979 წელს ოთარ ნოდიას უშუალო ხელშეწყობით თარგმნა ათანას ფეტის ლექსების კრებული “ღამეული ჩირაღდნები”. მხატვრული თარგმანის კოლეგიაში მომზადდა აგრეთვე კრებული “მარადი დღე” (1984), სადაც დაბეჭდილია ათანას ფეტის, ვლადიმირ სოლოვიოვის, ანდრეი ბელის და ალექსანდრ ბლოკის ლექსების თარგმანები.
2010 წელს გამოიცა გივი ალხაზიშვილის სამი წიგნი: გამომცემლობა „სიესტაში“ დაიბეჭდა მხატვრულ-დოკუმენტური რომანი “მომავალი წარსული”, „ინტელექტმა“ დასტამბა „100 ლექსი“, ხოლო გამომცემლობა „საუნჯემ“ გამოსცა ახალი ლექსების კრებული „ჩაბრუნებული მზერა“, რისთვისაც ავტორს 2011 წელს პოეზიის ნომინაციაში მიენიჭა პრემია „საბა“.

??????