გელაშვილი ნაირა
გაზიარება

იდას  

არ ვიცი, ახლა როგორ ხედავ
ზამთრის დასასრულს,
გუშინ შემომხვდა ქალაქგარეთ პირველი ია,
მერე ვიღაცამ გამოაღო სახლის ფანჯარა,
უცებ შებრუნდა და ფანჯარა დატოვა ღია...
მარტის ქარი ქრის და აპრილის მოაქვს სურნელი,
ფარდა გიჟდება, გარეთ მიჰქრის, ძნელია აჭრა...
ეს უკვე იცი. ჩვენს ქუჩაში შემოხეტებულ
გაზაფხულს მხოლოდ ის დახვდება,
რაც მიწად დაგრჩა...

??????