გაზაფხული
გაზაფხული მახარა პაწაწინა ენძელამ... სად ხარ, ჩემო შავთვალავ, უშენობა მეძნელა. ყველამ გული გაშალა, _ კვირტმაც, ვარდის კოკორმაც, შენც ეს გული პატარა გახსენ ჩემო გოგონა... ყვავილების თოვლია, ავაყვავოთ ფიქრებიც, როგორც ზღვა და თოლია, მუდამ ერთად ვიქნებით.
|